თურქული პრესა 01.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1787491
თურქული პრესა 01.03.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური მმართველობის და უსაფრთხოების სისტემა პასუხისმგებელია ავღანეთში, ერაყში, ბოსნიაში, რუანდაში, არაკანსა და ლიბიაში მომხდარ ტრაგედიაზე, სისხლისღვრაზე და ტანჯვაზე, რომელიც სირიაშიც უკვე 11 წელია შევიდა. „გლობალური მართვის სისტემის დამახინჯება, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ იმით, რომ „მსოფლიო ხუთზე დიდია“ და „უფრო სამართლიანი სამყარო შესაძლებელია“, კვლავ იჩენს თავს ყოველ ინციდენტზე“, - აღნიშნა ერდოღანმა.

გაზეთი „Hürriyet“-იც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელსაც სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა თავის რეგიონში და ამ დამოკიდებულებას ავლენს ყველა მოვლენაში ერაყიდან, სირიიდან, კავკასიიდან, შავი ზღვიდან, ხმელთაშუა ზღვიდან ბალკანეთამდე. „უკრაინასა და რუსეთს, რომლებსაც შავი ზღვის ჩრდილოეთით კრიზისის მეგობრებად ვხედავთ, მოვუწოდებთ პრობლემები დიალოგის გზით გადაწყვიტონ“, - განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Haber Türk“-ი ჩავუშოღლუს მონტრეს კონვენციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მონტრეს კონვენციაზე განცხადებები გააკეთა (ხელმოწერილი 1936 წელს), რომელიც დღის წესრიგში დადგა რუსეთ-უკრაინის ომთან ერთად და სრუტეში გემების გავლის შესახებ. ჩავუშოღლუმ თქვა: „ჩვენ ვიყენებთ მონტრეს დებულებებს. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა ზღვისპირა და არაზღვისპირა ქვეყანა არ დაუშვან სამხედრო ხომალდების სრუტეებში გავლა. ჩვენ განვახორციელეთ ის, რასაც მონტრეს კონვენცია შეიცავს და ამის შემდეგაც განვახორციელებთ“.

გაზეთი „Vatan-ი იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზები (THY), რომელმაც 24 თებერვალს უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ გააუქმა ფრენები უკრაინასა და მოლდოვაში, განაცხადა, რომ ეს პერიოდი 15 მარტამდე გაახანგრძლივა. ამ ორი ქვეყნის გარდა, ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ 2 მარტამდე გააუქმა ფრენები სოჭში (რუსეთი), როსტოვში (რუსეთი) და მინსკში (ბელარუსია).

გაზეთ „Sabah“-ის ეკონომიკური მიმომხილველი 2021 წელში თურქეთის ეკონომიკურ ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა 2021 წელს, ბოლო 10 წლის განმავლობაში  მიაღწია ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას 11 პროცენტით. გასული წლის ბოლო კვარტალში თურქეთის ეკონომიკა ლიდერი იყო G20-ში და მესამე იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD). მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ეკონომიკის ზრდაში  ყველაზე დიდი წვლილი ექსპორტზე მოდიოდა, მრეწველობის წილიც გაიზარდა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები