თურქული პრესა 18.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1780913
თურქული პრესა 18.02.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ტელეფონით მიმართა ავსტრიაში დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის (UID) წარმომადგენლებს. თავის გამოსვლაში ერდოღანმა თქვა: "ჩვენ განვავითარებთ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს ძალიან განსხვავებული ფორმით".

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი, გუშინ შეხვდა ისრაელის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განხილული იქნა ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის თურქეთში ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები, ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები.

კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთი არის ნატოს გეოპოლიტიკური მომავლის ცენტრში არსებული ქვეყანა. - წერს გაზეთი „ვათანი“. ალთუნმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა: „თურქეთი ნატოს ნაწილია არა ბიპოლარული ან მრავალპოლარული სამყაროს საჭიროებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ის უნდა იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სიმბოლო საერთაშორისო სისტემაში“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის ავიახაზები (THY) ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ განხორციელებული SAFA-ს (უცხოური თვითმფრინავების უსაფრთხოების ინსპექტირება) პროგრამის ფარგლებში ფრენის უსაფრთხოებაში ევროპის ყველაზე წარმატებულ ავიაკომპანიებს შორის მოხვდა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იტყობინება რომ თურქეთმა ღრუბლის ქვემო უპილოტო საჰაერო ხომალდზე (BAHA) მუშაობა გაააქტიურა. იქვე ნათქვამია, რომ ადგილობრივი წარმოების BAHA-ს საექსპორტო პოტენციალი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მისიით, მაღალია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები