თურქული პრესა 14.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1778120
თურქული პრესა 14.02.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში ხელმოწერილი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ შუშას დეკლარაციის დამტკიცების შესახებ კანონი ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა. მის მიხედვით, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად იმოქმედებენ როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის სფეროებში.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის ავიახაზებმა (THY) განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მგზავრებს, რომლებმაც იყიდეს ბილეთები ამ მიმართულებით, ეძლევათ ბილეთების დაბრუნებისა და გადაცვლის უფლება. უფლებამოსილებმა ასევე აღნიშნეს, რომ ფრენები გრძელდება.

სტამბოლში 9-11 თებერვალს გამართული მზა ტანსაცმლისა და მოდის გამოფენა უამრავმა ადამიანმა დაათვალიერა. - წერს გაზეთი „საბაჰი“. გამოფენაში 600-მდე კომპანია და 3 ათასზე მეტი მყიდველი მონაწილეობდა. გამოფენაზე, რომელსაც 25 ათასი ვიზიტორი ეწვია, შემსყიდველები 100 ქვეყნიდან ჩავიდნენ.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, თურქეთის ტყავის და ტყავის ნაწარმის სექტორმა იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,5 პროცენტით მეტი 133,3 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა. გასულ თვეში ტყავის და ტყავის ნაწარმის ყველაზე დიდი ექსპორტი 3 ქვეყანაში გერმანიაში, რუსეთსა და იტალიაში მოხდა. გერმანიაში ექსპორტირებულია 24,2 პროცენტით მეტი 12,8 მილიონი დოლარის, რუსეთში 21,4 პროცენტით მეტი 10,8 მილიონი დოლარის, ხოლო იტალიაში 71,4 პროცენტით მეტი 9,4 მილიონი დოლარის ნაწარმი.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, სატყეო ინჟინერთა პალატის თავმჯდომარემ ჰასან თურქილმაზმა განაცხადა, რომ თურქეთი ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეოთხეა იმ ქვეყნების რეიტინგში, რომლებიც ყველაზე მეტ ტყის გაშენებას ახორციელებენ. თურქილმაზმა აღნიშნა: „30 წლის წინ თურქეთის 19,78 მილიონი ჰექტარი ტყით იყო დაფარული. დღეისათვის 22,9 მილიონი ჰექტარია ტყით დაფარული. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.”

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები