თურქული პრესა 11.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1776928
თურქული პრესა 11.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: მას შემდეგ რაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 5 თებერვალს, ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი, უარყოფითი გამოვიდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სოციალური ქსელის, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე საზღვარგარეთიდან მათდამი მხარდაჭერის შემცველი მესიჯების გამავრცელებლებს  კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

გაზეთი „Star“-ი ერდოღან-დუდას შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სატელეფონო საუბარი გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან. სატელეფონო საუბრის დროს როგორც ორმხრივი, ასევე სხვა საკითხები, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის კრიზისი იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დრსო ერდოღანმა აღნიშნა, რომ როგორც თურქეთი აგრძელებენ რუსეთ-უკრაინის საკითხზე დაძაბულობის შემცირების მცდელობებს.

„თურქეთის ეკონომიკა 9 თვეში 12 პროცენტით გაიზარდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირის (TOBB) პრეზიდენტმა რიფათ ჰისარჯიქლიოღლუმ განაცხადა, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 9 თვის განმავლობაში 12 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად ქვეყნიდან ექსპორტი გაიზარდა და ტურიზმის სფერომაც დაიწყო გამოცოცხლება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ მაშინ როცა თურქეთში 2021 წელს უმუშევრობის დონე 11,2 პროცენტამდე შემცირდა, დასაქმება გასულ წელს 3 მილიონ 223 ათასი ადამიანით გაიზარდა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კვლევებში, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის განახლებადი ენერგიის წარმოების და ტექნოლოგიური ცენტრის გადასაქცევად. 2000-იან წლებში განახლებადი ენერგიის ძალიან დაბალი სიმძლავრის მქონე თურქეთმა ამ სფეროში ინვესტიციების წყალობით  მე-5 ადგილი დაიკავა ევროპაში და მე-12 მსოფლიოში.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები