თურქული პრესა 09.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1775711
თურქული პრესა 09.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, აბუ-დაბის პრინც, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ტელეფონით ესაუბრა. ნაჰაიანმა, ერდოღანს, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

გაზეთი „Sabah“-ი, ჩავუშოღლუს ისრაელის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება ჩვენს ურთიერთობაში ისრაელთან, არ იქნება პალესტინის საქმის ხარჯზე. ჩვენი პოზიცია პალესტინის მიმართ ყოველთვის ნათელია.“

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ კომპანია Baykar-ის თავდაცვის ტექნიკურმა მენეჯერმა სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხად, რომ ისინი გეგმავენ ინიციატივის განხორციელებას, რომელიც განავითარებს მაღალ ტექნოლოგიას აზერბაიჯანში, გარდა Bayraktar BT-2-ისა და უპილოტო საფრენი აპარატების ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციისა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთის კოსმოსური სააგენტოს (TUA) პრეზიდენტმა სერდარ ჰუსეინ ილდირიმმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უპილოტო მანქანა, რომელიც მათ მთვარეზე 2 წელიწადში წაიყვანს, წარმოების ფაზაშია.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეამ (TİM) თურქული საექსპორტო პროდუქტების მსოფლიოში ცნობადობის ამაღლების მიზნით, BBC World News-თან, თანამშრომლობა გაზარდა. სწორედ ამის ფარგლებში BBC World News-ის გუნდებმა მოამზადეს 3 დოკუმენტური ფილმი. ასე, რომ თურქეთის საექსპორტო პროდუქციის ნახვა 4 კონტინენტზე BBC-ის მეშვეობით 1 მილიარდ მაყურებელს შეეძლება.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები