თურქული პრესა 08.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1775156
თურქული პრესა 08.02.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა, უმჯობესდება. ”ექიმების პროგნოზი არის, რომ (ტესტის შედეგი) უარყოფითი იქნება რამდენიმე დღეში.” - თქვა ქალინმა. ერდოღანის მეუღლემ, ემინე ერდოღანმა ასევე „თვითერით“ განაცხადა „ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, პრეზიდენტ ერდოღანს რუსეთ-უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ დიპლომატიური მცდელობებისთვის ნატომ და გერმანიამ მხარდაჭერა გამოუცხადეს და მადლობა გადაუხადეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იგი ტელეფონით დაუკავშირდა ერდოღანს და დაამატა: „მადლობას ვუხდი მას პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად აქტიური მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის“. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კრისტოფერ ბურგერმა აღნიშნა, რომ ისინი მიესალმებიან თურქეთის ძალისხმევას.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ მწვავედ გააკრიტიკა ევროკომისიის სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მარიო ნავას განცხადებები იმის თაობაზე, რომ კვიპროსზე პრობლემის ორ სახელმწიფოიანი გადაწყვეტა მიუღებელია. - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: "ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ კვიპროსის საკითხის გადაწყვეტაზე კომენტარის გაკეთებას და გასჯას მორალური ან იურიდიული მხარე არ გააჩნია."

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის (AFAD) კოორდინაციით, თურქეთის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებული „სიკეთის მატარებელი“ ავღანეთში ჩავიდა. პრეზიდენტ ერდოღანის მითითებით, თურქეთის დაწესებულებების უფლებამოსილებმა მატარებლის კოორდინაციისთვის დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს და რთული მისია წარმატებით დაასრულეს.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ შექმნილი ადგილობრივი ვაქცინა Turkovac-ის გამოყენება მთელი თურქეთის მასშტაბით გუშინ დაიწყო. მოქალაქეები აცხადებენ: „ჩვენ ერთად განვიცდით სიამაყესა და ბედნიერებას. ჩვენ ვენდობით ჩვენს სახელმწიფოსა და თურქ ექიმებს.“ ჯანდაცვის მუშაკებმა კი აღნიშნეს, რომ „სერიოზული ჯგუფი იყო, რომელიც ადგილობრივ ვაქცინას ელოდა. დაინტერესება პირველ დღეს დიდია.“


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები