თურქული პრესა 07.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1774401
თურქული პრესა 07.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: მას შემდეგ რაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მის მეუღლე, ემინე ერდოღანს კოვიდ-19 დაუდასტურდათ, მსოფლიო ლიდერებმა მათ მესიჯები გამოუგზავნეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა კი ყველა მათგანს სათითაოდ გადაუხადა მადლობა.

გაზეთი „Haber Türk“-ი ფათიჰ დონმზეზის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ტრანსანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის (TANAP) სიმძლავრის გაზრდა დღის წესრიგშია და თქვა: „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადეს, რომ TANAP-ის პროექტთან მიმართებაში საძიებო და საწარმოო საქმიანობებს გაზრდიან. ჩვენ კი ამ ინიციატივას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.“

გაზეთ „Yeni Şafak“-ის ეკონომიკის მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარში 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს კი ქვეყნის ექსპორტის 12,7%-ს ნიშნავს.

„სტამბოლის აეროპორტი ევროპაში პირველია“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 27 იანვარი-03 თებერვლის ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სტამბოლის აეროპორტიდან 7 ათას 55 ფრენა განხორციელდა რა, ამ სფეროში ევროპაში ყველაზე მეტი აფრენა-დაფრენის განმხორციელებელი აეროპორტი გახდა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ რუსეთში, კოვიდ-19-ის შემთხვევების გაზრდის გამო, ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა Sovkombank-მა, გადაწყვიტა თავისი პერსონალი დისტანციური მუშაობისთვის  თურქეთის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში გაგზავნოს. ბანკის პერსონალი თურქეთში ერთი კვირით ჩამოვლენ მაგრამ, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გაკეთებული ვაქცინა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები