თურქული პრესა 04.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1773352
თურქული პრესა 04.02.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინა-რუსეთის კრიზისს შეეხო და აღნიშნა: „გულწრფელად გვჯერა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მინსკის შეთანხმების ფარგლებში მშვიდობიანი გზით დასრულდება.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით France 24 წერს, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარებაში ჩართვის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი თუ წარმატებას მიაღწევს, ნატოში თურქეთის ძალა კიდევ უფრო გაიზრდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთ-სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში ორი ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელბს შორის მეორე შეხვედრა 24 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება. -  წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, თურქეთის ნავთობის სააქციო საზოგადოება TPAO იტყობინება, რომ შავ ზღვაში მდებარე საქარიის გაზის საბადოზე ჭაბურღილ თურქალი-1-ის დინების ყველა ტესტი წარმატებით დასრულდა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ანტალიაში მიმდინარე წლის იანვარში ჩასული ტურისტების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 178%-ით გაიზრდა და 138 ათას 604 შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები