თურქული პრესა 25.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1767880
თურქული პრესა 25.01.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და პარტიის სპიკერმა ომერ ჩელიქმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გზავნილებს რუსეთისა და უკრაინის შესახებ მსოფლიოში ძლიერი გამოხმაურება მოჰყვა. ჩელიქმა თქვა: „მაშინ, როცა რომ ბევრს შეუძლია კრიზისის მხოლოდ ერთი მხარისთვის მიმართვა, მხოლოდ თურქეთს შეუძლია გააკეთოს ის გზავნილები და გამოამჟღავნოს ნება, რომელიც დადებითად მიიღება კრიზისის როგორც უკრაინული, ასევე რუსული მხარეების მიერ“.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა: "ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს ეპიდემიის დასრულების იმედი. სამეცნიერო კვლევების შედეგების მიხედვით, როდესაც ვაქცინირებულ ადამიანებს ხვდებათ ომიკრონი, ადვილად ლახავენ დაავადებას და იზრდება მათი იმუნიტეტი. აიცერით და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი. ეპიდემია დღის წესრიგიდან ამოვა.”

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და ეროვნული ერთიანობის პარტიის თავმჯდომარემ ფაიზ სუჯუოღლუმ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ ვართ თურქი ერის სამხრეთი ნაწილი, ანუ ჩვენ ვართ მისი მცველი ხმელთაშუა ზღვაში. ჩვენ ვართ როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ისე თურქეთის ინტერესების მცველები „ცისფერი სამშობლოს“ შუაგულში.“ - წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ელექტრომობილების გიგანტმა Tesla-მ სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თურქეთში დაარსებული კომპანია „ტესლა მოტორს“-თან დაკავშირებით. კომპანიის უფროსი მენეჯერი გახდა ქემალ გეჩერი, რომელიც მანამდე ლუფთჰანზას თურქეთი-ერაყის უფროს მენეჯერად მუშაობდა. კომპანია სწრაფად დაასრულებს რესტრუქტურიზაციას და წელს გაყიდვაში გამოუშვებს 4 მოდელს სახელად Model X, Model Y, Model 3 და Model S.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იტყობინება, რომ თურქეთის ნედლი ფოლადის წარმოება გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა და 40 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც ყველა დროის წარმოების ყველაზე მაღალი რაოდენობაა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები