თურქული პრესა 21.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1766210
თურქული პრესა 21.01.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ელ სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის შესახებ თქვა: „ჩვენი სურვილია შევძლოთ ბატონი პუტინის და ზელენსკის შეხვედრა, მათი პირისპირი შეხვედრის უზრუნველყოფა.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, კვიპროსის ბერძნული მხარის მმართველობის მიერ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური განშტოების PYD-სთვის ბერძნულ მხრეზე წარმომადგენლობის გახსნის ნებართვის მიცემასთან დაკავშირებთ განაცხადა: „ტერორგანიზაციებისთვის ოფისის გახსნა, მასპინძლობა, ცეცხლთან თამაშია. აქ ოფისის გახსნის უფლებას აძლევენ, ხვალ აქედან თუ რაიმე საფრთხე დაემუქრება თურქეთს, თუ იქნება თავდასხმა კვიპროსელ თურქებზე, ჩვენ მათ ამას ვაზღვევინებთ და ეს მძიმე საფასური იქნება. ცეცლხს არ უნდა ეთამაშონ და არ უნდა ითანამშრომლონ ტერორისტულ ორგანიზაციებთან.“

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ აღნიშნა: "ჩვენ დავიწყებთ BioNTech-ის ვაქცინის 2 დოზის შემდეგ 1 დოზა Turkovac-ის ვაქცინის გაკეთების შესწავლას. mRNA-ზე ინაქტივირებული ვაქცინის სამუშაო პირველი იქნება მსოფლიოში."-წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ მეექვსე ექსპედიცია ანტარქტიდაში ორ დღეში მოეწყობა და დაამატა: „როგორც იცით, 2017 წლიდან კონტინენტზე 5 სამეცნიერო ექსპედიცია მოვაწყვეთ. იმედია, ორი დღის შემდეგ 20 კაციანი გუნდით მე-6 ექსპედიციაში გავემგზავრებით.“

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ოსმალეთის ხუთი სულთნის ზეთის საღებავით შესრულებული ნახატები, რომლებიც თაობების განმავლობაში ერთ ოჯახში ინახებოდა შოტლანდიაში სახლის სხვენში, სავარაუდოზე მაღალ ფასად 1 მილიონ 346 ათას ფუნტ სტერლინგად (24,5 მილიონი თურქული ლირა) გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები