თურქული პრესა 12.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1761069
თურქული პრესა 12.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მათი ყველა შესაძლებლობებით ყაზახეთის გვერდით არიან.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ შანლიურფას აქჩაქალეს რაიონში ტერორისტების მიერ ხელნაკეთი ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპული 3 თურქი ჯარისკაცის სისხლი აუღებელი არ დარჩენილა. მისი თქმით, რეგიონში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში 22, PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული და ამჟამადაც გრძელდება ოპერაციები.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის ნავთობის კორპორაციამ (TPAO) საქარიის გაზის საბადოზე „თურქალი-1“-ში წარმატებით დაასრულა პირველი გაზის მიწოდების ტესტირება.

გაზეთ „Star“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთმა ყველაზე მეტი უცხოური გაყიდვები  გასულ წელს გერმანიაში განახორციელა. თურქეთის ექსპორტი გერმანიაში 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით 22,9 პროცენტით გაიზარდა 17 მილიარდ 705,4 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ პიკს ნიშნავს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ზომების ფარგლებში თურქეთიდან ზოგიერთ ქვეყანაში შეჩერებული ფრენები განახლდა. სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა (SHGM) გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ფრენები განახლდა სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, მოზამბიკში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები