თურქული პრესა 03.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1756051
თურქული პრესა 03.01.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრის დროს განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც გააუმჯობესებს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს და კავკასიის, სირიის და ლიბის თაოსნობით შეფასდა რეგიონალური საკითხები და საერთაშორისო მოვლენები.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ანტალიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე, ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 2021 წელს 9 მილიონ 81 ათას 502-ს მიაღწია. იანვარ-ნოემბრის 11 თვიან პერიოდში ანტალიაში ყველაზე მეტი 3 მილიონ 543 ათას 314 ტურისტი რუსეთიდან ჩავიდა.

საბურღი გემი Yavuz-ი, რომელიც შავ ზღვაში განსახორციელებულ საძიებო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად გავიდა და გასული წლის 7 ოქტომბერს ზონგულდაქის ფილიოსის პორტში ჩაუშვა ღუზა, შავ ზღვაში პირველი გასვლისთვის ემზადება. - წერს გაზეთი „ვათანი“. გემი Yavuz-ი, რომლის კოშკის მონტაჟი დასრულდა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში გავა შავ ზღვაში.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამორთმეული თურქეთის კუთვნილი ისტორიული ნივთები თურქეთში ამ თვეში ბრუნდება. ანატოლიური წარმოშობის კულტურული ფასეულობობი, რომელიც გასულ თვეში ანტიკური ხელოვნების კოლექციონერის მაიკლ სტეინჰარდტის სახლში, მანჰეტენის პროკურატურასთან ერთად თურქეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორატის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად იქნა ამოღებული, ამ თვეში ნიუ-იორკში თურქეთის გენერალურ საკონსულოს გადაეცემა და შემდეგ კი თურქეთში ჩამოიტანენ.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, თურქმა მოკრივემ ალი ერენ დემირეზენმა ამერიკელი ჯერალდ ვაშინგტონი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა აშშ-ს ფლორიდაში გამართულ მძიმე წონაში კრივის მატჩში და კარიერაში მე-15 გამარჯვება მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები