თურქული პრესა 07.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1743961
თურქული პრესა 07.12.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ მრავალი ინდიკატორი, დაწყებული ზრდის ტემპებიდან ექსპორტის რეკორდებამდე, სამრეწველო წარმოების გაზრდიდან სამუშაო ძალაში მონაწილეობამდე, აჩვენებს, რომ მიუხედავად ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიისა, თურქეთი აგრძელებს ეკონომიკური აღმავლობის გზას.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და უნგრეთის მიერ შემოწირული ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინები თურქეთში ჩამოაღწია. აქედან კი ხსენებული ქვეყნების და თურქეთის მიერ საჩუქრად გადაცემული ვაქცინები სამხედრო სატვირთო თვითმფრინავით ორ აფრიკის  ქვეყანაში გაიგზავნა. თურქეთმა და ზემოთ ხსენებულმა ქვეყნებმა ბურკინა-ფასოს 400 ათასი, ხოლო ტოგოს 211 ათასი 200 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა გადასცეს საჩუქრად.

გაზეთი „Yeni Şafak“-წერს, რომ თურქეთის საავტომობილო საწარმოთა ჯგუფმა (TOGG) სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოებული ავტომობილი, აშშ-ში, კერძოდ კი ლას-ვეგასში გამართულ გამოფენაზე, (სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე) რომელიც  2022 წლის 5-8 იანვარს გაიმართება, წარდგენილი იქნება.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, ეპიდემიის დროს მიწოდების ჯაჭვში დისბალანსის გამო, ტვირთის ფასები გაიზარდა, საკმარისი კონტეინერები ვერ მოიძებნა. დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე ვაჭრობაში ალტერნატიული მარშრუტების ძიებისას, სარკინიგზო ალტერნატივა გაცილებით მოთხოვნადი გახდა. „ერთი სარტყელი–ერთი გზა“ პროექტის ჩრდილოეთი დერეფანი, რომელიც ჩინეთიდან ევროპაშია გადაჭიმული, სავსეა. ამ მიზეზით იზრდება მოთხოვნა შუა დერეფანზე, რომელიც სწრაფად ვითარდება და გადის თურქეთში. სწორედ ამის ფარგლებში განსახორციელებელი ინვესტიციები საგრძნობლად იზრდება და იგი სავარაუდოდ, ჯამში 8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

„სერბეთიდან მოწოდება თავის მოქალაქეებს: აუცილებლად ეწვიეთ თურქეთს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მაში ვკითხულობთ: სერბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ დუნია ჩენიჩმა თურქეთში ვიზიტის რეკომენდაცია გასცა. ჩენიჩმა თქვა: „თურქეთში მხოლოდ ორი დღე დავრჩი, მაგრამ ამის მიუხედავად, დავინახე, როგორი სტუმართმოყვარეა თურქი ხალხი და ამან ძალიან გამახარა. აუცილებლად ვურჩევდი სერბეთის მოქალაქეებს თურქეთში ჩასვლას“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები