თურქული პრესა 29.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1740005
თურქული პრესა 29.11.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რეგიონი, PKK/YPG-ს, FETÖ-ს და  დაეშის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციებიდან გაიწმინდება, მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს რა, ეკონომიკური აღმავლობაც დაიწყება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ერდოღანის მოძმე და მეგობარი ქვეყნებისადმი, ჩკთრ-ს მიმართ მოწოდებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-15 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მეგობარ და მოძმე ქვეყნებს მოუწოდა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საკითხი ყველამ ყოველგვარი ცრურწმენების გარეშე შეაფასოს და შესაბამისად მიუდგეს.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის  პრეზიდენტმა ერსინ თათარმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წინადადება გადაწყვეტის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ თანასწორობაზე, ორი ცალკეული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას კუნძულზე, რომელიც ჩვენ პირველად დავდეთ მოლაპარაკებების მაგიდაზე ჟენევაში, რჩება დღის წესრიგში. რაც შეეხება თურქმენეთში  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-15 სამიტზე მის გამოსვლაში, (მეგობარ და მოძმე ქვეყნებს მოვუწოდებ, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საკითხი ყველამ ყოველგვარი ცრურწმენების გარეშე შეაფასოს და შესაბამისად მიუდგეს), მადლიერები ვართ.“

გაზეთ „Haber Türk“-ის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტ, იჰრაჰიმ რაისს შორის თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.  

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ სირიაში, კერძოდ კი იდლიბში კარვებში მცხოვრები ათასობით სირიელისთვის, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ აგურისგან აშენებული სახლებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ქალაქი ააშენა. ამით, თურქეთმა ევროპაში მიგრაცია საგრძნობლად შეაჩერა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები