თურქული პრესა 15.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1733890
თურქული პრესა 15.11.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანაქკალეში ტროას მუზეუმში გამართულ „ეზინელი იაჰია სერჟანტის“ დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ დარდანელის სრუტეზე 3,7 კმ სიგრძის „ჩანაქკალე 1915" ხიდის, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, მსოფლიოში პირველია.

გაზეთი „Vatan“-ი საგარეო უწყების თურქი მესხების შესახებ გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: „თურქი-მესხების არაადამიანური მეთოდებით სამშობლოდან გადასახლების 77-ე წლისთავს კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით ვიხსენებთ. გადასახლების პერიოდში დაღუპულებს დიდი მწუხარებით მოვიხსენიებთ და მათ ახლობლებს თანავუგრძნობთ. ვიმედოვნებთ, რომ მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი წარმატებით დასრულდება და მშვიდ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, თურქეთი მათ მხარდაჭერას ყოველთვის გააგრძელებს.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ ეროვნული შესაძლებლობებით წარმოებული ელექტრო მატარებლის, რომლის საწყისი სიჩქარე 176 კილომეტრია საათში, უმოკლეს ხანაში გადავა ექსპლუატაციაში.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ სტამბულის აეროპორტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ქადირ სამსუნლუმ განაცხადა: „როგორც სტამბულის აეროპორტი, ჩვენ ვართ ყველაზე გამძლე აეროპორტი ევროპაში. ჩვენ ვიყავით პირველი 2020 წელს და სავარაუდოდ პირველი ვიქნებით 2021 წელსაც.“

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ კატარში  2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოებას, თურქეთის პოლიცია უზრუნველყოფს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები