თურქული პრესა 11.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1732630
თურქული პრესა 11.11.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრად დაგმო ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქაზიმის სახლზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმა და თქვა: „თურქეთის რესპუბლიკა გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა განაცხადა: „თურქეთი გააგრძელებს ლიბიის და ჩვენი ლიბიელი ძმების გვერდით დგომას ყველა საჭირო სფეროში, როგორც ეს აქამდე იყო“.

თურქეთის პირველმა შეიარაღებულმა დრონის სისტემამ Songar-მა დააჩქარა ნაბიჯები ექსპორტისკენ. - წერს გაზეთი „სტარი“. Asisguard-ის გენერალურმა დირექტორმა მუსტაფა ბარიშ დუზგუნმა თქვა: "ჩვენ გავიტანეთ სონგარი 2 ქვეყანაში. გვაქვს სერიოზული მოლაპარაკებები სამ სხვადასხვა ქვეყანასთან, ვართ კონტრაქტების ხელმოწერის ეტაპზე. ანუ დიდი მოთხოვნაა, ბევრი ქვეყანაა, რომელთაც ფასის თაობაზე შეთავაზება გავუგზავნეთ“.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმის ორგანიზებით, კატასტროფებისა და მიწისძვრების შემდგომი სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო რეაგირების საველე წვრთნები AB-Modex-ი თურქეთში პირველად ჩატარდება.  თექირდაღში გასამართ სწავლებაში 1715 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკ“-ის თანახმად, თურქეთის საოჯახო ტექსტილის მრეწველებისა და ბიზნესმენების ასოციაციის პრეზიდენტმა, ჰასან ჰუსეინ ბაირამმა, განაცხადა, რომ სექტორი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის ექსპორტს ახორციელებს 180 ქვეყანაში, არის ერთ-ერთი, რომელმაც ყოველ კილოგრამზე საექსპორტო ღირებულება 8 დოლარზე მეტად გაზარდა და  ეროვნული შემოსავლის ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას უზრუნველყოფს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები