თურქული პრესა 08.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1730674
თურქული პრესა 08.11.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმათა „მესაზღვრე არწივებს“ (სასაზღვრი პოლკის ჯარისკაცები) და თქვა: "სანჯაქი არის ფასეულობა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს სიწმინდეებს შორის. მე ვიცი, როგორ დაიცავთ თქვენს სანჯაქს."

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკაცების მიერ 2015 წლის 24 ივლისიდან განეიტრალებული ტერორისტების რაოდენობა 32 859-ს შეადგენს და დაამატა: „1 იანვრიდან განხორციელებული ოპერაციების შედეგად განეიტრალდა 2 ათას 384 ტერორისტი. ტერორისტებს არ შეუძლიათ ძილი ერთი და იმავე ადგილას 2 ღამის განმავლობაში, ისინი ყოველთვის გრძნობენ მეჰმედჩიკის (თურქი სამხედროების) სუნთქვას ზურგს უკან.“

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ერაყის პრემიერ-მინისტრის მუსტაფა კაზიმის რეზიდენციაზე უპილოტო საჰაერო აპარატებით განხორციელებული ტერაქტი. - წერს გაზეთი „ვათანი“. „მიუხედავად იმისა, წყარო რაც არ უნდა იყოს, თურქეთი გააგრძელებს ერაყის ხალხისა და სახელმწიფოს გვერდში დგომას ტერორიზმთან ბრძოლაში.“ - ნათქვამია განცხადებაში.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, შანლიურფაში 12 ათასი წლის წარსულის მქონე გობექლითეფე, რომელც ცნობილია, როგორც "ისტორიის ნულოვანი წერტილი", მიმდინარე წლის 10 თვეში დაახლოებით 460 ათასმა ადამიანმა მოინახულა და ეს რიცხვი დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

და ბოლოს გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ „თურქეთის ავიახზებმა“ მგზავრი ბავშვებისთვის სპეციალური სამგზავრო კომპლექტები მოამზადა. ახალი კომპლექტები მომზადებულია High Five-ის თემატიკით და მათ შორის არის თვალის საძილე ნიღაბი, ყურსასმენები, წინდები, კბილის საწმენდი საშუალება და დაიწყო მისი გრძელი მანძილის თურქეთიდან გასულ რეისებზე მგზავრებისთვის შეთავაზება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები