თურქული პრესა 02.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1727916
თურქული პრესა 02.11.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, იტალიის დედაქალაქ რომში დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს,  F-35-ების და F-16-ების   საკითხები განიხილეს. ერდოღანის თქმით, თემასთან მიმართებაში ჯო ბაიდენი პოზიტიური იყო.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთ-აშშ-ს შორის F-35-ების თემასთან დაკავშირებით მეორე შეხვედრა ვაშინგტონში უნდა გაიმართოს.

გაზეთ „Star“-ის ეკონომიკის მიმომხილველი წერს, რომ ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა განაცხადა, რომ ოქტომბერში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,2%-ით გაიზარდა და 20,8 მილიარდ დოლარს მიაღწია რა, ეს თურქეთის ისტორიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაზეთი „Haber Türk“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ  დონმეზმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის აღმოჩენის გარდა, 2021 წელს სახმელეთო რაიონებში დაახლოებით 60 მილიონი ბარელი ნავთობის ექვივალენტის მარაგი აღმოაჩინეს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალი ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში, ანუ მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 181,8 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიარდ 395 მილიონ 117 ათასი დოლარი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები