თურქული პრესა 15.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1720002
თურქული პრესა 15.10.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თალიბანის მხრიდან ავღანეთში ჩამოყალიბებული გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, ამირ ხან მუთაყისთან ერთად ანკარაში მყოფ დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციის დროს ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან, ავღანეთისადმი გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრეს რა, თალიბანის დელეგაციამ, თურქეთს მსგავსი საქველმოქმედო დახმარების გაგრძელების თხოვნით მიმართა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, სირიის ჩრდილოეთი ნაწილიდან, თურქეთის მიმართულებით ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს მხრიდან განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები შეაფასა და განაცხადა: „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ჩვენი უფლებების და ინტერესების დასაცავად, რაც საჭიროა გაკეთდება, როდესაც დრო დადგება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი კეთილშობილი ერის უფლებები.“

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით გამართულ, თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე,  განხილულ იქნა ისეთი საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს „სრულად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრიის ჩამოყალიბებას“.

„კიდევ ორ ქვეყანას სურს თურქული უპილოტო საფრენი აპარატების შეძენა“; ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ეთიოპიამ და მაროკომ, თურქეთს უკვე მიმართეს ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების (İHA)  შეძენის თაობაზე.

გაზეთ „Hürriyet“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით; „ყველაზე მაღალი ქალი მსოფლიოში“ და მასში ვკითხულობთ: ქალაქ ქარაბუქის საფრანბოლუს რაიონში მცხოვრები, რუმეისა გელგი 2 მეტრი და 15 სანტიმეტრის სიმაღლით, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც „ყველაზე მაღალი ქალი მსოფლიოში“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები