თურქული პრესა 12.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1718339
თურქული პრესა 12.10.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, კაბინეტის შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკვე ვეღარ აიტანენ სირიის მხრიდან თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტებს და თქვა: "ჩვენს პოლიციელებზე ბოლო თავდასხმა და ჩვენს მიწებზე განხორციელებული შეტევა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. უმოკლეს დროში ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ."

გაზეთ „ჰურიეთ“-ში მოყვანილია შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან  სოილუს მიერ ქვეყანაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაკეთებული განცხადება, რომელშიც ნათქმია: ”ჩვენ შევედით ყველა შეუვალ რეგიონსა და ბნელ მთაში და ჩავატარეთ ოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ.“

HAVELSAN-ის ტექნოლოგიის რადარის მრეწველობისა და ვაჭრობის სააქციო საზოგადოების მიერ წარმოებული ადგილობრივი x-ray-ის სკანირების მოწყობილობის წყალობით 5 მილიონი დოლარი თურქეთში დარჩა.- წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საავტომობილო მრეწველობის ასოციაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში ავტომობილების წარმოება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა და 921 ათას 619 შეადგინა, ხოლო ექსპორტი 9 პროცენტით  671 ათას 674-ს ერთეულამდე გაიზარდა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით თურქეთის ავიახაზები (THY) 4-10 ოქტომბერს შორის ევროპაში  ყოველდღიურად 1 185 ფრენით მე-2 ავიაკომპანია გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები