თურქული პრესა 07.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1716068
თურქული პრესა 07.10.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა (MİT), ერაყის ჩრდილოეთში კერძოდ კი გარას რეგიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 2012 წელს ჰაქქარიში 8 თურქი ჯარისკაცის მკვლელი PKK-ს წევრი ტერორისტის, ოზჯან ილდიზის ლიკვიდირება მოახდინა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ მსოფლიო ბანკმა გადახედა თურქეთის ეკონომიკის 2021 წლის ზრდის პროგნოზს და 3,5 პროცენტული პუნქტის გაზრდით, 5 პროცენტიდან 8,5 პროცენტამდე აიყვანა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ სტამბოლის აეროპორტის მიღწევები, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე იქნა აღიარებული, მგზავრებს სთავაზობს უნიკალურ მოგზაურობის გამოცდილებას. აეროპორტი კიდევ ერთი ჯილდოთი დაჯილდოვდა. მსოფლიოში აღიარებული სამოგზაურო ჟურნალის Condé Nast Traveler-ის მკითხველმა, სტამბოლის აეროპორტი მსოფლიო საუკეთესო აეროპორტებს შორის მეორე აეროპორტად აირჩიეს.

გაზეთი „Haber Türk“-ი ლუთფი ელვანის საფრანგეთში ვიზიტზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ, OECD-ის მინისტერიალის ფარგლებში, ამ ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს ბრუნო ლე მეირს შეხვდა. შეხვედრაზე, საერთაშორისო საგადასახადო დღის წესრიგი, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პოლიტიკა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

„იავუზის საბურღმა გემმა მოქმედება დაიწყო“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის საბურღი გემი სახელად „იავუზი“ ნავთობის და ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, ბოსფორის სრუტიდან შავი ზღვის მიმართულებით დაიძრა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები