თურქული პრესა 17.09.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1707106
თურქული პრესა 17.09.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა: "ჩვენ მივაღწიეთ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს, რეკორდი დავამყარეთ ექსპორტში, ხოლო დასაქმებამ კი გადააჭარბა კოვიდ-19 ეპიდემიის წინა პერიოდს."

Hürriyet-ი, აშშ-ის პოპულარულ ჟურნალ Travel+Leisure Magazine–ის მკითხველებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს და მისი მიხედვით, თურქული ავიახაზები (THY) მოხვდა მსოფლიოს ათ საუკეთესო ავიაკომპანიას შორის

“თურქეთმა ახალი ყურძნის ექსპორტი  22 პროცენტით გაზარდა,“ ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: მიმდინარე წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თურქეთიდან ახალი ყურძნის ექსპორტი უცხოეთის ქვეყნებში 22 პროცენტით გაიზარდა. ეგეოსის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადების თანახმად, 2020 წელს თუ ევროპასა და აზიაში გატანილ იქნა 63 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ყურძენი, წელს ეს ციფრი 77 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

Vatan-ი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანის ნედ პრაისის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქეთი და კატარი ერთობლივად მუშაობენ, რათა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტიდან საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული ფრენები დაიწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

Star-ი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ უეფას ლიგის E ჯგუფში მოთამაშე სტამბოლის გალათასარაი, ჯგუფის პირველ მატჩში იტალიის ლაციოს მასპინძლობდა და ეს მეტად საინტერესო და დაძაბული მატჩი ანგარიშით 1:0 მოიგეს რა მასპინძლებმა, პირველი 3 ქულაც ჩაიწერეს


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები