თურქული პრესა 16.08.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1691856
თურქული პრესა 16.08.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სტამბოლის გემთსაშენის სარდლობაში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ავღანეთის სტაბილიზაცია რაც შეიძლება მალე მოხდეს და პაკისთანთან ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ".

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, სტამბოლის გემთსაშენის სარდლობაში გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თურქეთის საგარეო დამოკიდებულება 80 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირდა და თქვა: ”ჩვენ თავდაცვის მრეწველობის სფეროში მსოფლიოს პირველ ლიგაში გავალთ."

ჰასან პოლატკანის სახელობის აეროპორტი, რომლის მართვასაც ახორციელებს ესქიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტი და რომელიც მსოფლიოში პირველი და თურქეთში ერთადერთი "საუნივერსიტეტო აეროპორტია" 2007 წელს მიღებული ლიცენზიით, ბელგიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან ერთად ყოველწლიურად ემსახურება 100 ათას მგზავრს, რომელთა შორისაცაა ჰაჯზე და უმრეზე მიმავალი მომლოცველები. - წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთის 1 მილიარდ 638 მილიონი დოლარის ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის 32 პროცენტი იანვარ-ივლისში რუსეთში განხორციელდა და ამ თანხამ 526 მილიონ 818 ათასი დოლარი შეადგინა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქი ასტრონომიის ფოტოგრაფის, დოქტორ მეჰმეთ ჰაქან ოზსარაჩის ფოტოსურათი, რომელიც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული დაუმუშავებელი სურათის დამუშავებით გააფერადა, ამერიკის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ "მსოფლიოში დღის ასტრონომიის ფოტოდ" იქნა არჩეული და ვებგვერდზე გაზიარებული.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები