თურქული პრესა 08.07.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1671880
თურქული პრესა 08.07.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მასიური ბინათმშენებლობის კომპანია TOKİ-ის მეშვეობით, ისეთი პროექტების განხორციელება შესძლეს, რაც მსოფლიოში ვერცერთმა ქვეყანამ ვერ განახორციელა. მისივე თქმით, დაახლოებით 200 მილიარდი ლირის ინვესტიციით, მათი ხალხის ყველა ფენას მიეცა საცხოვრებელი ბინების შეძენის შესაძებლობა.

„Turkovac-ი სერიული წარმოებისთვის ემზადება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ადგილობრივი ვაქცინის, Turkovac-ის მე-3 ფაზაზე  მუშაობა 500-აციანი გუნდით სრული სიჩქარით გრძელდება. თურქეთის ჯანდაცვის ინსტიტუტის (TÜSEB) თავჯდომარემ, პროფესორმა ერჰან აქდოღანმა განაცხადა, რომ  უსაფრთხოების და ეფექტურობის დადასტურებული Turkovac-ისთვის მე-3 ფაზის მუშაობის დასრულების შემდეგ სერიული წარმოება დაიწყება.

გაზეთი „Star“-ი ჩკთრ-ს პრემიერის განცხადებას უთმობს ადგილს და  მასში ვკითხულობთ: ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრემიერ-მინისტრმა ერსან სანერმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ყოველთვის თურქეთთან ერთად იმოქმედებენ, ამ რეგიონში მათთვის განუხორციელებელი პროგრამა არ იქნება, მათ შორის ე.წ. „ლურჯი სამშობლოს“ რეგიონში მათი უფლებების დასაცავად.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ რუსეთთან ტურიზმის სფეროში გადადგმულმა ნაბიჯებმა,  ექსპორტის გაზრდასაც შეუწყო ხელი. ბოლო თვეში ათასობით რუსი ბიზნესმენი ანტალიის ბაზრობებზე დასასწრებად ჩამოვიდა. მიმდინარე წლის  მოლოდინი ისაა, რომ 50 ათასი რუსი ბიზნესმენი ჩამოვა თურქეთში, როგორც დასასვენებლად, ისე ვაჭრობისთვის.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ZDF-მ თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობით დამზადებულ პირველ ავტომობილს მიუძღვნა სიუჟეტი სათაურით: „იქნება თუ არა თურქეთის ავტომობილი, ტესლას და ფოლკსვაგენის კონკურენტი?“ სიუჟეტში იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ იმ შემთხვევაში თუ თურქეთი საკუთარი ძალების სწორ კომბინირებას მოახდენს, შესაძლებელია SUV-ის (სპორტული, ყველგანმავალი ავტომობილი) ელექტრო მოდელი მომავალ წელს გაყიდვებში გამოვიდეს.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები