თურქული პრესა 25.06.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1664447
თურქული პრესა 25.06.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა, უფრო მეტი სოლიდარობა და დახმარება აღმოუჩინონ თურქეთისთანა ქვეყნებს, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონობით მიგრანტს მასპინძლობენ და ასე გაინაწილონ მათი პასუხისმგებლობა

Sabah-ი იუწყება, რომ თურქეთიდან ლიბიაში რეგულარული მიმოსვლა დაიწყეს სატვირთო ბორნებმა. კარანფილ ჯგუფის ერთ-ერთმა კომპანიამ, KRN Lines-მა, ორმხრივი სავაჭრო მოცულობის გაზრდის მიზნით ჯერ საცდელი მიმოსვლა დაიწყო, ახლა კი უკვე რეგულარულ რეისებზე გადავიდა და ორ ქვეყანას შორის კვირაში რამდენიმე კომერციული რეისი განხორციელება

”ორი ქვეყნიდან 8 მილიონამდე ტურისტი ჩამოვა”, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: ტურისტული ნაკადების დენამ თურქეთში, რომელიც რუსეთიდან რამდენიმე დღის წინ, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო, ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს ახარებთ და იმედს უქმნით, რადგან, საჰაერო მიმოსვლა 45 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ამის პარალელურად ნამდვილი ბუმი მოხდა სასტუმროების დაჯავშნების საკითხში. ასე რომ, თურქეთის ტურიზმის სექტორი მიმდინარე წლის ბოლომდე სავარაუდოდ, მარტო რუსეთიდან დაახლოებით 4-4,5 მილიონ, ხოლო გერმანიიდან კი 2,5 – მილიონამდე ტურისტს ელის

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ ავიაკომპანია "SunExpress“-ის თვითმფრინავები ამ დღეებში ანტალიიდან და იზმირიდან ფრენებს დაიწყებენ ჟენევის მიმართულებით. თურქეთის ავიახაზების THY-ს და გერმანული Lufthansa–ს ერთობლივი კომპანია SunExpress-ი, პირდაპირი დაგეგმილ ფრენებს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ანტალიიდან 27 ივნისს და იზმირიდან კი 2 ივლისს დაიწყებს

Star-ის კორესპონდენტი აშშ-დან იუწყება, რომ თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქ ზონგულდაკის ბულენთ ეჯევითის სახელობის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა “Grizu-263“ სახელწოდების კოსმოსურმა გუნდმა, ამერიკაში ჩატარებულ Cansat Competition Model Satellite Competitionის კონკურში მეოთხე ადგილი დაიკავა და სპეციალური ჯილდო დაიმსახურა



მსგავსი ინფორმაციები