თურქული პრესა 21.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1661702
თურქული პრესა 21.06.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

გადაცემას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: ”აუცილებელია აღმოიფხვრას მიზეზები, რომლებიც აიძულებენ ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებს მიგრაციაში წასვლას, უნდა შეწყდეს კონფლიქტები და არასტაბილურობა და ამ ხალხის თავიანთ სახლებში დასაბრუნებლად სამუშაოები უნდა ჩატარდეს.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით,  საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასის განცხადებას რომელშიც ნათქვამია: ”ჩვენ თურქეთის აგრესია მის წინააღმდეგ იარაღად გამოვიყენეთ”, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უპასუხა და თქვა: ”საბერძნეთმა უარი უნდა თქვას პროვოკაციებზე და პროვოკაციულ ნაბიჯებზე”.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ უკრაინელები დასასვენებლად ანტალიაში მიიწვია - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. "უკრაინელ ტურისტებს არა მხოლოდ ულამაზეს ზღვაზე დასვენების საშუალება ექნებათ, არამედ შეეძლებათ აღმოაჩინონ და გაეცნონ თურქეთის უძველეს ისტორიას."-აღნიშნა კულებამ.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ რუსეთმა მოხსნა თურქეთთან ფრენების შეზღუდვა, რომელიც მან პანდემიის გამო დააწესა. რუსებმა ტურისტული კომპანიების ვებ – გვერდები 1 საათში გადატვირთეს. მოსალოდნელია, რომ 5 თვეში თურქეთში 7 მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა გაზეთმა Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით "თურქეთში წასვლის 5 მიზეზი". სტატიაში, სადაც თურქეთში ვიზიტის ადგილებია რეკომენდირებული, გობექლითეფე, ბოდრუმი, მუღლა, შაქირინის მეჩეთი, აღმოსავლეთის ექსპრესი და რამდენიმე ცნობილი მექაბაბე აღნიშნულია ადგილებად, რომლებიც ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები