თურქული პრესა 15.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1658202
თურქული პრესა 15.06.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტ ჯო ბაიდენთან უაღრესად ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს. „ზონებში, სადაც ეფექტური თანამშრომლობა გვჭირდება, ბატონ ბაიდენს და მის ჯფუფს ვესაუბრეთ. შევთანხმდით პირდაპირი დიალოგის არხების შექმნის საკითხზე.“

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ნატო-ს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა. „საზღვრის მიღმა ოპერაციებში 4 ათასამდე DEAŞ-ელი ტერორისტი გავანეიტრალეთ. ყველა სახის ტერორის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში, სამწუხაროდ, მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან ის მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ველოდით, ვერ დავინახეთ“. - განაცხადა ერდოღანმა.

ანტალიაში 8 დღეში 120 ათასი ტურისიტი ჩავიდა - წერს გზეთი „ჰურიეთი“. ანტალიის აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა, ბილგიჰან ილმაზმა  განაცხადა, რომ გერმანიიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან ჩასულ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა.

გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადება, რომელშიც ადგილობრივ ელექტრო მატარებელთან დაკავშირებით ნათქვამია: „აკრედიტირებული ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ სამგზავრო უსაფრთხოებისა და კომფორტის ტესტები ჩატარდება. მატარებელი მიმდინარე წელში ფუნქციონირებას დაიწყებს.“

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, იანვარ-მაისის პერიოდში თურქეთში ავტომობილების წარმოება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტით გაიზარდა და 532 ათას 441 ერთეული შეადგინა. იმავე პერიოდში ავტომობილების ექსპორტი ერთეულზე 18 პროცენტით გაიზარდა და 391 ათას 70 ერთეულს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები