თურქული პრესა 14.04.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1620802
თურქული პრესა 14.04.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yenişafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, კაბინეტის სხდომის შემდეგ, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გასატარებელი ახალი ზომები გამოაცხადა. მისი თქმით,  ჯერ 15-დღიანი ნაწილობრივი დახურვის პროცესი დაიწყება, შაბათ-კვირას კომენდანტის საათი კვლავ 21:00 – 05:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო სამუშაო დღეებში კი 19.00-05.00 საათამდე. ამასთან, ამ ორი კვირის განმავლობაში  საქალაქთაშორისო მგზავრობა, გარდა სავალდებულო შემთხვევებისა, აიკრძალება და თუ მიღებული ზომები არ შეამცირებს სიკვდილიანობის და შემთხვევების რაოდენობას, მაშინ ისინი უფრო მკაცრ “ლოქდაუნს“ გამოაცხადებენ, რაც რამაზან ბაირამობაზეც გაგრძელდება

Hürriyet-ი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებას ანთავსებს, რომლის თანახმადაც, თურქეთი  სამშვიდობო პროცესს  უმასპინძლებს და მის ფარგლებში ავღანეთთან დაკავშირებით სტამბოლში შეხვედრა 24 აპრილს დაიწყება რა, 4 მაისამდე გაგრძელდება. “ამ კონფერენციის მთავარი მიზანი იქნება დოჰაში მიმდინარე ავღანეთის საერთაშორისი მოლაპარაკებების დაჩქარება და მის ჩარჩოებში სამართლიანი, მდგრადი და საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“, წერს ჰურრიეთი

"ვანის ტბის ფოტომ NASA-ს კონკურსში გაიმარჯვა!", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს Vatan-ში და მასში ვითხულობთ: ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო და კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსზე სახელწოდებით, "დედამიწის ტურნირი", გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა   2016 წლის სექტემბერში ასტრონავტ ქეით რუბინსის მიერ კოსმოსიდან გადაღებულმა ფოტოსურათმა “თურქეთში მდებარე ვანის ტბა“, რომლის ქვეშ ასეთი წარწერა არის გაკეთებული: "ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გოგირდოვანი ტბა."

Sabah-ი, ეკონომიკისა და კულტურის გვერდზე იუწყება, რომ რუსმა დამსვენებლებმა მწვავე რეაგირება მოახდინეს პირველ ივნისამდე თურქეთზე დაწესებულ ფრენის შეზღუდვებზე. იმ რუსმა დამსვენებლებმა, რომლებსაც უკვე ადგილები ჰქონდათ დაჯავშნული თურქეთის კურორტებზე, სოციალური ქსელებით განაცხადეს, რომ ძალიან შეწუხებულნი და უკმაყოფილონი არიან თურქეთში ფრენებზე შეზღუდვების დაწესების გამო და პეტიციის შეგროვება დაიწყეს, რათა ხელისუფლებას  უკან გაატანინონ ეს გადაწყვეტილება



მსგავსი ინფორმაციები