თურქული პრესა 19.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1604502
თურქული პრესა 19.03.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, 18 მარტის ჩანაქქალეს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების 106 წლისთავთან და ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ისტორიული გელიბოლუს ნახევარკუნძულზე მდებარე მემორიალზე ცერემონია გაიმართა, რომელზეც პატივი მიაგეს ამ ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გაგზვნილ მიმართვაში თქვა: „ისტორია, ჩვენი ტერიტორიის დაპყრობის მოსურნეთა იმედგაცრუების სამაგალითო გაკვეთილებითაა სავსე.“

გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის, განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ აშშ-მა არა სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK/YPG-სთან, არამედ თურქეთთან უნდა ითანამშრომლოს და სწორი ეს არის. მისივე თქმით, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთის პროვოკაციული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. „ეს არ დაეხმარება პრობლემების მოგვარებას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამით ვერაფერს მიაღწევენ.“ - აღნიშნა აქარმა.

ევროკავშირს თურქეთთან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის შემდეგ შექმნილი დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნება და პრობლემების მოგვარებისთვის დიალოგის გაგრძელება სურს - წერს გაზეთი „სტარი“. ევროკავშირის ერთ-ერთმა უფლებამოსილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და დაამატა: „აშშ-თან მოლაპარაკებებში თურქეთი ერთ-ერთი საკითხია. თურქეთი, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა, ახლო მეზობელი და ნატოს წევრია. აშშ-თან მოლაპარაკების დროს თურქეთზე ისე ვერ ვისაუბრებთ როგორც რუსეთსა და ჩინეთზე.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ერსინ თათარმა განაცხადა, რომ კვიპროსის საკითხი ეროვნული და ამავდროულად სუვერენიტეტის საკითხიცაა. მისივე თქმით, ყველა მცდელობა იმისთვისაა, რომ მსოფლიოს მიერ ჩკთს-ს სუვერენიტეტის აღიარებას მიაღწიონ და თურქი სამხედროები კუნძულზე მუდმივად იქნებიან.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, გრძელდება სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების მიერ თურქეთში წარმოების დაწყების მცდელოები და ამის პარალელურად ტექნოლოგიურმა ბრენდმა Casper-მა პირველი ადგილობრივი წარმოების მობილური ტელეფონი გამოიტანა გაყიდვაში. Casper-ის პირველი მოდელი, რომლის წარმოებაც დაიწყო, გახდა VIA F20. Casper-ი, რომელიც ასევე აწარმოებს ტაბლეტებს და კომპიუტერულ პროდუქციას, გამოაცხადა, რომ ის აპირებს უახლესი ტექნოლოგიების შეთავაზებას თურქი მომხმარებლებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები