თურქული პრესა 09.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1597668
თურქული პრესა 09.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიგით მე-11 ბოღაზიჩის სამიტზე გაგზავნილ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ თურქეთი ეკონომიკურ ზრდაში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და ბოლო პერიოდში თურქეთში უცხოური კაპიტალის შესვლა იზრდება.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრეზიდენტ ეროღანს ტელეფონით ესაუბრა, ერაყის ჩრდილოეთში მდებარე გარას რეგიონში მოკლული თურქეთის 13 მოქალაქის გამო სამძიმარი გამოუცხადა და ტერორგანიზაცია PKK დაგმო.

მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა, განაცხადა, რომ ჩინური სმარტფონების მარკა Oppo სტამბოლში, თუზლაში მშენებარე ფაბრიკაში სატესტო წარმოება დაიწყო - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. მინისტრის თქმით, ფაბრიკის სრული დატვირთვით წარმოებაზე გადასვლასთან ერთად ათასი ადამიანის დასაქმებას ელოდებიან.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ართვინის რაიონ ხოფაში აღმოჩენილი იქნა ულტრა ენდემური სოკოს სახეობა, რომელიც მხოლოდ თურქეთში ხარობს. ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, ათაბეის სახელობის პროფესიული უმაღლესი სკოლის ლექტორის, ოღუზჰან ქაიგუსუზის მიერ აღმოჩენილი სოკო, იმის გამო, რომ იგი მხოლოდ თურქეთში ხარობს,  'Pluteus Anatolicus' სახელწოდებით დაარეგისტრირეს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ ანტალიის რაიონ დემრეში ჰაერის დათბობასთან ერთად რუსი ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა. დემრესა და კეკოვას რეგიონში ჩასული რუსი ტურისტები ზღვაში შევიდნენ, გემით იმოგზაურეს და განაცხადეს, რომ დასასვენებლად ისევ აქ ჩამოვლენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები