თურქული პრესა 04.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1594813
თურქული პრესა 04.03.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა ეგვიპტესთან საზღვაო იურისდიქციების შესახებ მოლაპარაკებით, ხელშეკრულება გააფორმოს.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ერსან სანერმა გუშინ ანკარაში პრესკონფერენცია გამართეს რა დროსაც ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში თურქეთი, ჩკთრ-ს კიდევ 20 ათასი დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინას გააგზავნის.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ უსაფრთხოების ძალები სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს მიმართ ანტიტერორისტულ ოპერაციებს უწყვეტლივ აგრძელებენ რა, ამ თვალსაზრისით 2021 წლის თებერვლის თვეში ქვეყნის შგნით და საზღვრებს გარეთ მთლიანობაში 126 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია  Otokar-ის  მიერ წარმოებული ჯავშანტექნიკის კიდევ ერთი ტიპი Cobra II, რომელიც „ნაღმებისგან დაცული მანქანაა“ და თურქეთსა და კიდევ 15 ქვეყანაში ფუნქციონირებს, ყველაზე რთული მისიების შესასრულებლად მზად არის.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ სტამბოლის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორი და ფლეიტას შემსრულებელი ბულენთ ევჯილის სურათი, იტალიის ცნობილი სამხატვრო ჟურნალის „ფალაუტას“, რომელიც 30 წელზე მეტი ხანია გამოიცემა, გარეკანზე დაიბეჭდა. ჟურნალმა ბულენთ ევჯილს ასევე მიუძღვნა სტატია, რომელშიც მის წარმატებულ კარიერაზეა ყურადღება გამახვილებული. იგი, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფლეიტას დამკვრელად მოიხსენიება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები