თურქული პრესა 05.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1557495
თურქული პრესა 05.01.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გასულ წელს ლიბიაში ხუნტა ხალიფა ხაფთარის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული 30 ლიბიელი ჯარისკაცის ხსოვნისადმი სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომლითაც როგორც ხსენებული ჯარისკაცების ოჯახებს, ასევე ლიბიის არმიას უცხადებს სამძიმარს და თანადგომას.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება რომ აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარე ვოლკან ბოზქირს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი, მას, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19), კლიმატის ცვლილებების და სხვა მრავალ საკითხში გლობალური თანამშრომლობას სთავაზობს.  

გაზეთი „Haber Türk“-ი ომერ ჩელიქის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თურქეთმა 155 ქვეყანას გაუწია შესაბამისი დახმარება.

„თურქულმა SİHA-მ  მსოფლიო შეძრა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში კითხულობთ: მთიან ყარაბაღში, სირიასა და ლიბიაში ინტენსიურად გამოყენებული თურქეთის ერონული შესაძლებლობებით დამზადებული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები (SİHA) დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა „ახალი ერის დაწყებად“ შეაფასა და შესყიდვის სურვილი გამოთქვა. გერმანია კი ბაირაქტარ TB2-ის დროულად არ შესყიდვის გამო სინანულს გამოთქვამს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ გასული წლის ივლისში, აგვისტოში და სექტემბერში თურქეთში სამკურნალოდ ჩამოსულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ამავე ინფორმაციით გასულ წელს თურქეთში სამკურნალოდ ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნებიდან (ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია) ჩამოვიდნენ. თურქეთი კი მიმდინარე წელს ჯანდაცვის ტურიზმის აზიის ქვეყნებში გაცნობას გეგმავს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები