თურქული პრესა 11.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1543525
თურქული პრესა 11.12.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ერდოღანის სომხეთის მიმართ გაკეთებულ მოწოდებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, კავკასიაში ხანგრძლივი სტაბილურობის დასამყარებლად ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. „დღეს ჩემს ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილეთ შესაძლებლობა შეიქმნას პლატფორმა 6 ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან რუსეთი-თურქეთი-აზერბაიჯანი-ირანი-საქართველო და თუ ისურვებს სომხეთიც. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის გასავითარებლად“ - განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „YeniŞafak“-ი ალიევის თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მათ მიერ სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიებისათვის გაწეულ ომში თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

გაზეთი „Star“-ი მუსტაფა ვარანქის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა  მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ქვეყანა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ბაზად გადაქციონ.

გაზეთი „Sabah“-ის მიხედვით, თურქეთში 2003 წლიდან მოყოლებული ინდუსტრიის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა მრავალ სფეროში 165 მილიარდი დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. პირველ სამეულში კი ნიდერლანდები, აშშ და დიდი ბრიტანეთი შედიან.

გაზეთი „HaberTürk“-ი წერს, რომ 28 წლის თურქი  მევიოლინე, ჰანდე ქუდენი გახდა პირველი თურქი, რომელიც ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის სრულუფლებიან წევრად იქნა მიღებული.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები