თურქული პრესა 07.12.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1540705
თურქული პრესა 07.12.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თურქეთ-ევროკავშირის სამიტის წინ ბერძნულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ თითქოს და თურქეთმა, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო მოქმედებები გაზარდა, უპასუხა და აღნიშნა, რომ ამით საბერძნეთი რეგიონში დაძაბულობის საქმიანობების გაზრდას აგრძელებს. სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ თურქთ-საბერძნეთს შორის არსებული საკითხების მოგვარება, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.  

გაზეთი „Hürriyet“-ი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულლი ინფორმაციის თანახმად, ბოლო 1 თვის განმავლობაში განხორციელებული 28 ანტიტერორისტული ოპერაციის მეშვეობით 58 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

„კანუნი მოვალეობის შესასრულებლად მზად არის“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთის მესამე საძიებო-ბურღვითი გემი „კანუნი“ შავ ზღვაში მოვალეობის შესასრულებლად მზად არის და ამისათვის შესაბამის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.  

გაზეთი „Star“-ის მიხედვით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ევროპაში ყველაზე მეტი ფრენები, სტამბოლის აეროპორტში განხორციელდა.  

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქი მეცნიერების მიერ ქალაქ იზმირის, ფოჩას რაიონის სანაპიროსთან ჩაატარებული კვლევების შედეგად მე-18 საუკუნის დროინდელი საბრძოლო გემის ნაწილები იქნა აღმოჩენილი. გემი თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის, ჩასატარებელი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები