თურქული პრესა 27.11.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1535285
თურქული პრესა 27.11.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, კატარის ემირ, შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანის, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოუწყო. პრეზიდენტის სასახლეში გამართული პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორი 10 სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა.

გაზეთი „Star“-ი ფუათ ოქტაის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო ონლაინ მეთოდით გამართულ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და კომერციული მუდმივმოქმედი კომიტეტის (COMCEC) 36-ე სხდომის მინისტრების ბოლო სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად მოქმედებაა აუცილებელი.

გაზეთი „Vatan“-ი კი მუსტაფა შენთოფის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პარლამეტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციები და  განსაკუთრებით გაერო თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებს, ამიტომ რეფორმები გარდაუვალია.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, საფრანგეთის სენატის მიერ, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი უნდა იყოს ნეიტრალური, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნათლად ასახავს, რომ ეს ასე არ არის.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში პირველად მიუახლოვდა გვირაბის ბოლოს. მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით ტერორისტთა რაოდენობა პირველად დავიდა 320-მდე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები