თურქული პრესა 25.11.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხივა

1533884
თურქული პრესა 25.11.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის, მთიანი ყარაბაღის, სირიასა და ლიბიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ხმელთაშუა ზღვაში, თურქულ სავაჭრო გემზე განხორციელებული „უკანონო ჩხრეკა“ შეაფასა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ეს ქმედება რა, აღნიშნა, რომ რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებენ. მისივე თქმით პრეზიდენტის მითითება ასეთია.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაიის თანახმად, მათმა არმიამ 27 წლის შემდეგ სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ კელბაჯარში შევიდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები  ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განსახლებული სომხური მოსახლეობის ევაკუაციას დაეხმარნენ რა, ამით კაცობრიობას ადამიანობის გაკვეთილი ჩაუტარეს.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელ 538 დელეგატს შორის ერთი თურქიცაა. თურქმა დელეგატმა დერია თაშქინმა, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, ანკარა-ვაშინგტონს შორის ურთიერთობები შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი იმედით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ორივე ქვეყანა, ნატო-ს ძლიერი მოკავშირეები არიან.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები