თურქული პრესა 21.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1513070
თურქული პრესა 21.10.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უარს არ იტყვის დაჩაგრულის, მსხვერპლის, უფლებების, სამართლინობის გვერდით დგომაზე. მისივე თქმით, ბალკანეთიდან კავკასიამდე, აზიიდან აფრიკამდე, ისინი მათ გვერდით არიან, ვისაც გული და თვალი თურქეთისკენ აქვს მიპყრობილი და მომავალშიც ასე გააგრძელებენ. „ლიბიაში ჩვენ არ დავთანხმდით პუტჩისტების მიერ ქვეყნის დანაწევრებას, არც დავეთანხმებით. ჩვენ მთელი გულით და საშუალებით მხარი დავუჭირეთ აზერბაიჯანის ბრძოლას ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და მომავალშიც მხარს დავუჭრთ.” - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ მისიის განმავლობაში იმოქმედებს თურქეთთან კონსულტაციით. „კვიპროსის თურქი ხალხის ინტერესების დასაცავად ჩვენი ურთიერთობები თურქეთთან გაგრძელდება. თურქეთის გარანტორობა გაგრძელდება. ჩრდილოეთ კვოპროსის თურქული რესპილიკა იარსებებს. ჩრდილოეთში აუცილებლად იქნება მუდმივი სახელმწიფო. ამის შემდეგ ჩვენი ხალხის უფლებებისა და ინტერსების დასაცავად ბერძნულ მხარესთან მხოლოდ ამ ჩარჩოებში დაიწყება დიალოგის პროცესი.”-აღნიშნა ერსინ თათარმა.

თურქეთი, სირიის თაოსნობით გაჭირვებულ ქვეყნებს 110 ათასი ტონა ფქვილითა და პარკოსანი მცენარეებით დაეხმარება - წერს გაზეთი „სტარი“. გადაწყვეტილება ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების თანახმად, გაჭირვებულ ქვეყნებს 10 ათას ტონამდე მწვანე ოსპი და მუხუდო გადაეცემათ.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ადგილობრივი ავტომობილების მწარმოებელმა, TOGG-მა ხელი მოაწერა გიგანტურ ხელშეკრულებას ელემენტების ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც ელექტრო მანქანებში იქნება გამოყენებული. თურქეთის ადგილობრივი ავტომობილის TOGG-ის ბატარეები თურქეთში დამზადდება. საკითხთან დაკავშირებით TOGG-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”მსოფლიოს წამყვანი Li-Ion ბატარეის მწარმოებელ Farasis-სთან დადებული შეთანხმების მიხედვით, ბატარეის მოდულსა და პაკეტს თურქეთში დავამზადებთ.“

და ბოლოს, ჩინელებმა, რომლებიც თურქეთში საცხოვრებელი სახლების შემძენ უცხოელების სიის პირველ ოცეულში ბოლო წლებში არ შედიან, მიმდინარე წლის 9 თვეში შეძენილი 659 ცალი საცხოვრებელი სახლით ყველა დროის რეკორდი დაამყარეს. ჩინლები ამ ციფრით აღნიშნულ სიაში მეთორმეტე ადგილზე არიან. მათ ყველაზე მეტი ბინა სტაბოლში შეიძინეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები