თურქული პრესა 25.09.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1497065
თურქული პრესა 25.09.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათქვამია: ”კიდევ ერთხე აღინიშნა, რომ თურქი ერი ისევე როგორც დღემდე ამის შემდეგაც მიწაზე, ჰაერში და ზღვაში საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხში კომპრომისზე არ წავა“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებული პერსონალის მოცულობის გათვალისწინებით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა (TSK), ყველაზე ნაკლები დადებითი პაციენტით უკან ჩამოიტოვა ისეთი მნიშვნელოვან არმიები, როგორიცაა აშშ (აშშ), რუსეთი, საფრანგეთი, იტალია და ინგლისი.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ გამოცხადებული სექტემბრის თვის მოცულობის გამოყენების რაოდენობის თაობაზე Twitter-ით შეფასებების გააკეთა, რომელშიაც ნათქვამია "წლის მესამე კვარტლის ბოლო მონაცემები კვლავ პოზიტიურია. მოცულობის გამოყენების მაჩვენებელი სექტემბერში 1.3 პუნქტით გაიზარდა და 74.6 პროცენტი შეადგინა. იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება ბოლო კვარტალშიც და ჩვენ წელს მოსალოდნელზე მაღლა ვასრულებთ."

გაზიანთეფში დაიწყო მრეწველობისა და ტექნოლოგიის სამინისტროს და თურქეთის ტექნოგიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელობით ორგანიზებული კოსმოსური და ტექნოლოგიური ფესტივალი „TEKNOFEST 2020“ - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ფესტივალის გახსნის ცერემონიალში მონაწილე მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ ფესტივალზე, რომელიც წელს მესამედ ტარდება, ძალიან დიდი რაოდენობის, 100 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა.

და ბოლოოს, გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ სატელიტის მქონე 30 ქვეყნიდან ერთ-ერთი, თურქეთი, მეხუთე თაობის საკომუნიკაციო სატელიტს Turksat 5A-ს კოსმოსში 30 ნოემბერს გაუშვებს. თურქეთი, ახალი თანამგზრების გაშვებით შესაქმნელი ფლოტით აზიაში, თურქული რესპუბლიკების ჩათვლით, ჩინეთამდე   მოემსახურება რეგიონს, რომელიც მოიცავს აფრიკასა და ევროპას.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები