თურქული პრესა 03.09.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1483984
თურქული პრესა 03.09.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yenişafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ მკაცრი რეაგირება მოახდინა ფრანგულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს გადაწყვეტილებაზე და თქვა: "ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჟურნალ "Charlie Hebdo"-ს გადაწყვეტილებას, გამოაქვეყნოს მულტფილმები, რომლებიც შეიცავს ჩვენი რელიგიის დამფუძნებლისა და ჩვენი შუამავლის მიმართ უპატივისმცემლობას. შეუძლებელია მუსლიმების მიმართ უპატივისმცემლობის და შეურაცხყოფის გადაფარვა პრესის, ხელოვნების ან სიტყვის გამოხატვის თავისუფლების მომიზეზებით“

Vatan-ი ეკონომიკის გვერდზე, ვაჭრობის მინისტრის რუჰსარ ფექჯანის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი იმედიანად ამბობს: ”ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობის მიერ გატარებული ზომებითა და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკით, უახლოესი პერიოდის განმავლობაში  ძლიერ იმპულსს მიიღებს ქვეყნის საგარეო ვაჭრობა, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე და ევროკავშირთან ურთიერთობებში”

Habertürk-ის კულტურის მიმომხილველი იუწყება, რომ კატარის სამეფო ოჯახი თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში, 2 სატვირთო ავტომანქანით სავსე 500 ჩემოდნით ჩამოვიდა. “კატარის ემირის შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ სანის ოჯახი, მეტად ძვირად ღირებული ლუქსი იახტით ჩამოვიდა ბოდრუმის პორტში, სადაც ღუზა ჩამოუშვა და შემდეგ 2 ტრაილერით გადაზიდეს მათი კუთვნილი 500 ჩემოდნით სავსე ნივთ-საგნები.  დადგენილია, რომ სამეფო ოჯახის მომსახურებისთვის სულ 180 ადამიანი ჩამოვიდა, მათ შორის არიან სპეციალური შეფ-მზარეულები, მიმტანები, მყვინთავი- ინსტრუქტორები, ბავშვთა ძიძები, დაცვა, ნავების ეკიპაჟები და ა.შ.“, წერს ჰაბერთურქის მიმომხილველი

"თურქეთში, სოციალური მედიის ახალი პლატფორმა შეიქმნა", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ Yenişafak-ში და მასში ვკითხულობთ: ციფრული სამყაროს ახალი სოციალური მედიის ბრენდი თურქეთში შეიქმნა. უკვე  ამოქმედდა ახალი თაობის სოციალური მედიის პლატფორმა სახელწოდებით "Yaay", რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი ინოვაციური და დინამიური სტრუქტურით. იგი მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის განსხვავებული გამოცდილების მიწოდებას ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა ბოლო ახალი ამბები, მსოფლიო დღის წესრიგი და სიახლეები, ზუსტი ინფორმაციები, პოლიტიკა-ეკონომიკა, კულტურა და ა.შ. “Yaay“-ი ამასთან ერთ ჭერქვეშ აერთიანებს სხვა სოციალური მედიის პლატფორმების მრავალ მახასიათებლებსაც

Sabah-ი, სპორტულ გვერდზე ავტორალის მოყვარულებს ახარებს, რომ ფორმულა-1 კვლავ უბრუნდება სტამბოლს. “ფორმულა 1-ის შეჯიბრი, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს მთელს მსოფლიოში, 9 წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ სტამბოლში გაიმართება. 13-14-15 ნოემბერს ფორმულა-1 DHL თურქეთის გრან პრი გაიმართება, მთლიანობაში 100 ათასამდე მაყურებელს, აქედან 20 ათასს უცხოეთიდან ელიან. ამ სამ დღეში, თურქეთის ბიუჯეტი დამატებით 100 მილიონ დოლარ შემოსავალს მიიღებს“, აღნიშნავს საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები