თურქული პრესა 01.09.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1482584
თურქული პრესა 01.09.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინდელ გავრცელებულ განცხადებაში რ.თ. ერდოღანმა თქვა, რომ შავი ზღვის მსგავსად, სადაც საბურღი სამუშაოები წარმატებით დასრულდა და დიდი მარაგის ბუნებრივი აირი აღმოაჩინეს, ახლა ასეთივე სასიხარულო ინფორმაციას ელოდებიან ხმელთაშუა ზღვაშიც. მისივე თქმით, თურქეთი არც სხვის უფლებებს დაარღვევს და არც თავის უფლებებს სხვას შეაჭმევინებს, ხოლო მეკობრეობასა და ბანდიტიზმს ხმელთაშუაზღვისპირეთში და ეგეოსში, არავის დააშვებინებს”

Haber Türk-ი იუწყება, რომ თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK პარტიის) პრეს-სპიკერმა ომერ ჩელიქმა, საბერძნეთის მხრიდან ანტალიის მახლობლად მდებარე კუნძულ მეისის შეიარაღებაზე მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა და ხაზგასმით განაცხადა: "საბერძნეთის მხრიდან კუნძულ მეისის მილიტარიზაციის მცდელობა, მეკობრეობის ახალი მაგალითია და ჩვენ არ დავუშვებთ ამას"

“ანკარა მივესალმები რომის პაპის განცხადებას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით, ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ფაჰრეტტინ ალთუნს და იგი სოციალურ ქსელ ტვიტტერით გაავრცელა. მასში იგი მიესალმება პაპა ფრანცისკას გუშინდელ განცხადებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით. "საბერძნეთს და სხვა  დაინტერესებულ ქვეყნებს პაპის მსგავსად მივმართავთ, ეგეოსის კუნძულების შეიარაღებისა და  ჩვენი სამშობლოს საზღვაო ტერიტორიების პრეტენზიების ნაცვლად, დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ნორმები და ხმელთაშუა ზღვა გადავაქციოთ მშვიდობისა და სტაბილურობის ზღვად", აღნიშნავს ალთუნი

Vatan-ი, ეკონომიკურ გვერდზე ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის, ბერათ ალბაირაქის მიერ თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ შეფასებას უთმობს ადგილს. მასში იგი ერთმანეთს ადარებს რა თურქეთისა და სხვა ქვეყნების განვითარებას პანდემიის პერიოდში, პესიმისტური განწყობის მაგივრად მეტად ოპტიმისტურ მიდგომას იჩენს და ამბობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობა მსოფლიოს სხვა  ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს, რის მთავარი მიზეზია თურქეთის ეკონომიკის  ძლიერი და დინამიური საფუძველი

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ  თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკსა და ლიბიის ცენტრალურ ბანკს შორის საბანკო საკითხებში  თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, გუშინ ანკარაში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ძალაში



მსგავსი ინფორმაციები