თურქული პრესა 24.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1477957
თურქული პრესა 24.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ, სტამბოლის ტუზლას რეგიონში მდებარე დესანის სახელწოდების გემთსაშენში,  ახალი საზღვაო სისტემის გახსნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თურქეთი გზას წარმატებით აგრძელებს და მთლიანად დამოუკიდებელი თავდაცვის სფეროს შექმნისათვის, აუცილებლად უნდა გადადგან თავდაჯერებული, ძლიერი და მტკიცე ნაბიჯები

Star-ი ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ თურქეთის მიმართ ხსენებულ რეგიონში გაჩენილ ნებისმიერ საფრთხეს, ან მისი უფლებების და ეროვნული ინტერესების დარღვევას თუ უგულებელყოფას, ძლიერ, საკადრის და მყისიერ პასუხს გასცემენ და ეს უნდა იცოდეს ყველა მომხვდურმა

Sabah-ი მკითხველს აუწყებს, რომ თურქული სეისმური გემის oruç Reis-ის, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში აგრძელებს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საძიებო სამუშაოებს და კვლევებს, მისია დღეს უთავდებოდა, მაგრამ, გუშინ გავრცელებული Navtex-ის განცხადებით, ეს მისია კიდევ 4 დღით, ე.ი.  27 აგვისტომდე გაგრძელდა

"803 მილიონი დოლარის ექსპორტი ტყავის სექტორში", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი ეკონომიკის გვერდზე და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის ტყავის და ტყავის ნაწარმის ექსპორტიორთა ასოციაციის თავჯდომარემ მუსტაფა შენოჯაკის განცხადებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ექსპორტში გაიტანეს  803 მილიონი დოლარის ღირებულების  ტყავი და ტყავის ნაწარმი. მისივე თქმით, ამჟამად ეს სექტორი ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში და ყველაზე მსხვილი იმპორტიორები მათი ნაწარმისა არიან აშშ-ი, გერმანია, რუსეთი, იტალია, ერაყი, ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი

Vatan-ის ცნობით, თურქეთის სატელიტური და კოსმოსური სექტორის ინსტიტუტები, ორგანიზაციები და კომპანიები, "მე -5 გლობალური სატელიტური და კოსმოსური შოუ"-ს გამოფენის ფარგლებში, 1-2 სექტემბერს ე.წ. ციფრულ გამოფენას გამართავენ. ამ ღონისძიებაზე, რომელშიც მრავალი ქვეყნის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, განიხილავენ როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე თურქეთში კოსმოსური ტექნოლოგიებისა და სატელიტების განვითარებისა და კოსმოსური სტრატეგიის პოლიტიკას



მსგავსი ინფორმაციები