თურქული პრესა 20.08.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1476054
თურქული პრესა 20.08.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის შესახებ გუშინ, ანკარაში გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ  ერთი საუკუნის წინ თუქმა ხალხმა სევრის შეთანხმება როგორც უარჰყო, დღეისათვის ამ რეგიონთან  მიმართებაში მათთვის დაკისრებულ ფუნქციის მცდელობას, ასევე უარყოფენ რა, ვერცერთი კოლონიზატორული ძალა ვერ შესძლებს მათ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან გარიყვას.

გაზეთი „Vatan“-ი ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის მსოფლიო ჰუმანიტარულ დღესთან დაკავშირებით გზავნულს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტ ჰუმანიტარული ღონისძიებების განმხორციელებელი ქვეყანა,  თურქეთი გახლავთ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ნატო-ს გენერალურ მდივან,  იენს სტოლტენბერგთან, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა.

გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ  დონმეზმა განაცხადა, რომ ნურავინ შეეცდება მათი უფლებების მითვისებას რადგან ამის უფლებას არავის მისცემენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქულმა კომპანიამ Bayraktar Akıncı-მ ამავე სახელწოდების მოიერიშე უპილოტო თვითმფრინავის (TIHA) მეორე პროტოტიპიც დაამზადა და პირველი  ტესტი წარმატებით განახორციელა. პირველი სატესტო ფრენის მიუხედავად იგი  ცაში, 2 საათი და 26 წუთის განმავლობაში დარჩა.
 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები