თურქული პრესა 13.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1472017
თურქული პრესა 13.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, მარმარილოს ზღვაში,  საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში, ერთ ნავზე მყოფ 3 მშვიდობიან ადამიანზე ბერძენი სანაპირო დაცვის თანამშრომლების მხრიდან გახსნილი ცეცხლი შეაფასა და დაგმო ასეთი ქმედებები. ”მე მოვუწოდებ ევროპას, რომელიც ყოველთვის მწვავედ რეაგირებს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ახლაც გამოიჩინონ ასეთი სიმწვავე და მკაცრად გააფრთხილონ საბერძნეთი

Star-ი, საბერძნეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სირიზას პარტიის მმართველობის დროს, ევანგელოს აპოსტოლაკის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი შეფასებას აძლევს რა თურქეთ-საბერძნეთს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ახლიდან დაწყებულ დაძაბულობას, ხაზს უსვამს, რომ ამჯერად საბერძნეთი თურქეთის პირისპირ მარტო დარჩება, რადგან, არცერთი ქვეყანა, საბერძნეთის გულისათვის ურთიერთობებს არ გაიფუჭებს თურქეთთან

Haber Türk-ის მიხედვით, კოვიდ-19-ის ეპიდემიის ფართოდ გავრცელების პერიოდში, სტამბოლის ახალ აეროპორტში მრავალი პრევენციული ზომები გაატარეს. სწორედ ეს ზომები გაითვალისწინა საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ (ACI) და 2020 წლის 24 ივლისს  მიერ წამოწყებული "აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის" პროგრამის ფარგლებში, სპეციალური  სერტიფიკატი გადასცა სტამბოლის ახალ აეროპორტს და ამით იგი მსოფლიოში პირველი აეროპორტი გახდა, რომელმაც მიიღო ეს სერტიფიკატი

Hürriyet-ი ეკონომიკურ გვერდზე რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, აეროფლოტის განცხადებას ანთავსებს, რომლის მიხედვითაც მისი თვითმფრინავები მხოლოდ თურქეთის მიმართულებით სავსე დადის. “ბოლო 10 დღის განმავლობაში, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა, მას შემდეგ თურქეთში, განსაკუთრებით სტამბოლსა და ანტალიაში, რეკორდული რაოდენობის მგზავრი მიედინება. ასე რომ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება 30%-ს უახლოვდება“, ხაზგასმით ამბობს აეროფლოტის წარმომადგენელი იულია სპივაკოვი

 “2 დღეში თურქეთში 40 ათასი რუსი ტურისტი  ჩამოვიდა", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ანტალიის გუბერნატორმა ერსინ იაზიჩიმ, გუშინ პრესისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ორი დღის განმავლობაში ანტალიაში, დაახლოებით 40 ათასი რუსი ტურისტი ჩამოვიდა. “გუშინ წინ  22 ათასი რუსი ტურისტი ჩამოვიდა ქალაქში, ხოლო გუშინ კი დაახლოებით 18 ათასამდე და მომავალ დღეებში ამ ციფრის გაზრდას ველოდებით“, აღნიშნა ანტალიის გუბერნატორმა



მსგავსი ინფორმაციები