თურქული პრესა 12.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1471383
თურქული პრესა 12.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მიიღო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მოთხოვნა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შესაბამისი ნაბიჯი გადადგა, მის საწინააღმდეგოდ საბერძნეთ-ეგვიპტეს შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ, რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. ამის გამო, თურქი პრეზიდენტი ამ კვირაში სატელეფონო საუბარს გამართავს მერკელთან და მთავარი განსახილველი თემა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაძაბულობის განმუხტვა იქნება

Haber Türk-ი, ამავე თემასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს განცხადებას ანთავსებს, რომელშიც ამბობს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ანკარამ კეთილი ნება გამოიჩინა და გარკვეულ დროებით დათმობებზეც წავიდა, მაგრამ, საბერძნეთმა კვლავ გააგრძელა აგრესიული ქმედებები, რის გამოც თურქეთმა ახლიდან გააგზავნა თავისი გემები ხსენებულ რეგიონში. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებენ კვიპროსელი თურქების და თურქეთის უფლებების დაცვას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. “ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ არ გამოგვიჩენია კეთილი ნება. ამიტომ, თუ ვინმეს დადანაშაულებაა საჭირო, საბერძნეთი უნდა დაადანაშაულონ,” აღნიშნა ჩავუშოღლუმ

"თურქეთმა მიიღო ყველა ზომა", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს. მისივე თქმით, თურქეთს გააჩნია ყველანაირი ძალა და შესაძლებლობა, რათა თურქეთისა და მოძმე კვიპროსელების რეგიონში არსებული უფლებები და ინტერესები დაიცვას. მისივე განცხადებით, ამ ორეულის მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში რაიმე პროექტის განხორციელება

Yeni Şafak-ის მიხედვით, მაშინ, როცა თურქეთი, თავის უფლებებს და ინტერესებს იცავს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, შესაშური მხარდაჭერა მოვიდა პაკისტანიდან. ამ ქვეყანის სოციალურ ქსელებში ინგლისურ ენაზე, "თურქეთი მარტო არ არის" hashtag-ი გაიხსნა და ასი ათასობით პაკისტანელმა მხურვალე მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატა თურქეთის მიმართ

Star-ი იუწყება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწვავე რეაგირება მოახდინა სომხეთზე, რომელმაც 100 წლის შემდეგ, კვლავ დღის წესრიგში დააყენა სევრის ხელშეკრულება. “დროა სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვას აგრესიულ ნაციონალისტურ პოლიტიკაზე და გონს მოვიდეს. დღეს აბსურდიცაა იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ხალხის საკვებით უზრუნველყოფაც კი, თურქეთის მიერ, 100 წლის წინ ისტორიის სანაგვეში გადაგდებული ხელშეკრულების ხსენება," ხაზგასმულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები