თურქული პრესა 11.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1470725
თურქული პრესა 11.08.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში შეეხო რა  საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის  შეთანხმებას, აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. “მოდით, ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებმა შეკრება ჩავატაროთ და ისეთი ფორმულა ვიპოვოთ, რომელიც მისაღები იქნება ყველა ქვეყნისთვის და დაიცავს ყველას უფლებებს. ის ქვეყნები, რომლებიც ამ მოწოდებას არ შეისმინენ, თავიანთ მომავალს საკუთარი ხელებით დააბნელებენ,”- განაცხადა ერდოღანმა

Sabah-ი, ამ თემასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის ჰამი აქსოის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ  ხმელთაშუა ზღვის რეგიონში დაძაბულობას არა თურქეთი, არამედ საბერძნეთი ძაბავს. “არავინ არ შეეცადოს გამორიცხოს ჩვენი ქვეყანა ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა. ისინი, ვინც იქცევიან იმ გაგებით, რომ "მე ხმელთაშუა ზღვის ერთადერთი მფლობელი ვარ", იმედგაცრუებულნი დარჩებიან,“ აღნიშნა აქსოიმ

”თურქეთმა ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა”, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა ხმელთაშუა ზღვაში ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა და მის ფარგლებში თურქეთის კუთვნილი 2 სეისმური გემი, Oruç Reis/ორუჩ რეისი და Genghis Khan/ჩინგიზ ხანი, 23 აგვისტომდე  სეისმურ კვლევებს ჩაატარებენ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ კვიპროსის შელფში

Star-ის ცნობით, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებს შორის ერთობლივად ჩატარებულმა წვრთნებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ასეთ ერთობლივ წვრთნებს, ორი ქვეყნის სამხედროები, 1990-იანი წლებიდან მართავენ და ამით მთელს მსოფლიოს უჩვენებენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მტკიცედ დაიცავენ რეგიონის მშვიდობა-სტაბილურობას

Vatan-ი მკითხველს ახარებს, რომ თურქეთის პირველი (კოვიდ-19) ვაქცინა უკვე მზად არის. გაზეთი იქვე ანკარის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ლექტორის, პროფ. დოქტორ ჰაქან აქბულუთის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ 8 ივლისის მდგომარეობით, მისი გუნდის მიერ დამზადებული კოვიდ-19 ვაქცინა ცხოველებზე წარმატებით გამოსცადეს და დაასრულეს რა, ახლა ადამიანებზე დაიწყებენ, ხოლო პირველი ვაქცინის წარმოებას კი, ოქტომბერში გეგმავენ



მსგავსი ინფორმაციები