თურქული პრესა 22.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1459532
თურქული პრესა 22.07.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ მოქმედებას, როგორც ქვეყანა, რომელიც არავის უფლებებს უგულებელყოფს, მაგრამ საკუთარ უფლებასაც მტკიცედ იცავს. მან ხაზგასმით აღნიშნა რომ, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ლიბიის მოვლენებს და ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავლენ.

გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვები, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთი, საბურღი გემებით „იავუზი“ და „ფათიჰი“ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საბურღ სამიშაოებს აწარმოებს და ამ ნაბიჯებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ხაფანგები საპირისპიროდ შეაბრუნა. „ჩვენ ვიღაცის ნებართვას არ ვექვემდებარებით. ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რასაც მოითხოვს საერთაშორისო საზღვაო კანონი, რა უფლებებიც გვაქვს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ამის შემდეგაც ასე გავაგრძელებთ.“-აღნიშნა ერდოღანმა.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. საუბრის დროს შეფასდა ლიბიასა და სირიაში განვითარებული მოვლენები და განიხილეს ეკონომიკისა და ტურიზმის თაოსნობით ორმხრივი ურთიერთობების განვითარები გზები. ერდოღანმა და მერკელმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, რომლებშიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და პოსტ-ეპიდემიის პერიოდში შესაძლებლი იქნება თანამშრომლობის დამყარება.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებში აზერბაიჯანის მხარდასაჭერის გამო მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს და აღნიშნა, "ჩემი სიყვარული თურქი ხალხის მიმართ არ არის საიდუმლო."  ალიევმა ასევე დასძინა: „ერდოღანმა თქვა, რომ ორი მოძმე ქვეყანა სულ ერთად იქნება. უაღრესად დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ძმას ამ მხარდაჭერისთვის.“

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა, იმ ფაბრიკის შესახებ ინფორმაცია, სადაც თურქეთმა ადგილობრივი ავტომობილის წარმოება უნდა მოახდინოს, მნიშვნელოვან სიახლეებს შორის გამოაქვეყნა. Telegraph- ის სტატიაში ნათქვამია: „ბურსაში, გემლიქის რაიონში ჩატარდა თურქეთის პირველი ადგილობრივი  ავტომობილის TOGG–ის ინჟინერიის, დიზაინის და წარმოების ცენტრის საძირკველის ჩაყრის ცერემონია.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები