თურქული პრესა 14.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1454516
თურქული პრესა 14.07.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, სირიასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენები  და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე ორმხრივი ურთიერთობები და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

„ჩავუშოღლუმ სომხეთის თავდასხმა მკაცრად დაგმო“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT Haber-თან ინტერვიუს დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან თოვუზის რაიონში განხორციელებული თავდასხმა შეაფასა და აღნიშნა, რომ სომხეთს ამით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის, სხვა თემაზე გადატანა სურს რა, ერევანს ურჩია, რომ „გონს მოეგოს“. მინისტრმა ისიც დასძინა, რომ თურქეთის რესპუბლიკა და თურქი ხალხი აზერბაიჯანის გვერდით დგას.

გაზეთი „Star“-ი ჰამი აქსოის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ,  ჯოზეფ ბორელის, აია-სოფიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას წერილობით უპასუხა და აღნიშნა, რომ აია-სოფია თურქეთის კუთვნილებაშია და მის სტატუსსაც მხოლოდ და მხოლოდ თურქეთი განსაზღვრავს.

გაზეთი „Vatan“-ის მიხედვით, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსსპიკერმა ომერ ჩელიქმა,  პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ  პრესკონფერენციის დროს განაცხად, რომ აია-სოფია მეჩეთის ბრწყინვალებას და უნივერსალური სამყაროს კულტურულ მემკვიდრეობის ყოფნად არსებობას სამომავლოდაც გააგრძელებს.   

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ თურქეთი იმ სამ ქვეყანას შორის გახლავთ, რომლებმაც ინდუსტრიული წარმოების მონაცემებით მაისის თვეში ყველაზე სწრაფი აღდგენითი პროცესი განიცადა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები