თურქული პრესა 13.07.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1453961
თურქული პრესა 13.07.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აია სოფიას ღვთისმსახურებისთვის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თქვა: ”აია სოფიის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები არის თურქი ერი და არა სხვები. ეს ჩვენი საშინაო საკითხია. სხვა ქვეყნებმა მხოლოდ პატივი უნდა სცენ მიღებულ გადაწყვეტილებას.“

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ Financial Times– თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიბიის მთავრობას შეუძლია დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის აღმოსავლეთით არალეგიტიმური შეიარაღებული ძალების ლიდერის ჰაფთარის ძალები სირტეს და ჯუფრას დატოვებენ და 2015 წლის თავიანთ ხაზებს დაუბრუნდებიან. მანამ, სანამ ხაფთარის ძალები არ დატოვებენ ამ რეგიონებს, მანამდე ლიბიის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს შეტევის გაგრძელება.

ვაჭრობის სამინისტრო დუბაის სავაჭრო ატაშეს სამსახურის ინიციატივითტ სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და თურქეთს შორის რეგიონალური ბაზრების, ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმისთვის ვირტუალურ სავაჭრო ხიდს შექმნის - წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თავდაცვის მრეწველობის სამმართველომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში არსებული M60T ტანკების მოდერნიზაცია მოახდინა და M60TM -ის კონფიგურაციამდე აიყვანა. თავდაცვის ინდუსტრიის თავმჯდომარემ ისმაილ დემირმა თქვა: ”ტანკების აქტიური თავდაცვის სისტემებით მოდერნიზება მოვახდიენთ, ჩვენ გავხდით ამ შესაძლებლობების მქონე სამი ქვეყნიდან ერთ-ერთი მსოფლიოში.”

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ Turkish Mod Team- ის წევრების მიერ შემუშავებული პროგრამით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ონლაინ თანაშს FPS-ს (First Person Shooter), ადგილობრივი წარმოების მანქანები დაამატეს, როგორიცაა Bayraktar İHA და SİHA, Anka, Kobra, Akrep, Kirpi, Atak-ის  ვერტმფრენი და ტანკი Altay, საბრძოლო მასალები და იარაღი. ამ გზით, მოთამაშეს ასევე შეუძლია მისია შეასრულოს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ან სპეცოპერაციების პოლიციაში, ევფრატის ფარის, ზეთისხილის რტოს, მშვიდობის წყაროს და ლიბიის ოპერაციულ რაიონებში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები