თურქული პრესა 19.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1439020
თურქული პრესა 19.06.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, ლიბიის მიმართებაში არსებობს პოზიტიური მიდგომა და მათ დაევალათ, რომ ლიბიაში აშშ-სთან ითანამშრომლონ.

გაზეთ „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ამერიკელი პენსიონერი გენერალი კიმიტი: თურქეთი ნატო-ში გზას უჩვენებს“ და მასში ვკითხულობთ: ამერიკაში, ბუშის პერიოდში თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გენერალი  მარკ კიმიტი აცხადებს, რომ თურქეთი ნატო-ს ძლიერი წევრია. მისივე თქმით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის საკითხში, თურქეთი ნატო-ს გზას უჩვენებს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა  ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთმა ენერგეტიკული წარმოების თვალსაზრისით ბოლო 20 წლის რეკორდი  დაამყარა.  მინისტრის თქმით, 2020 წლის აპრილის მონაცემებით წარმოებული ენერგიის 79,6%-ს ადგილობრივი, ხოლო 66% განახლებადი ენერგია შეადგენს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ შავ ზღვაში საძიებო-ბურღვით კვლევების მიზნით ტრაბზონში ჩასული გემი „ფათიჰი“, მცირედი ხარვეზების დასრულების შემდეგ, 25 ივნისს საბურღ სამუშაოებს იწყებს.

 გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარ TB2“-ი ტყის ტერიტორიებზე ხანძრების წინააღმდეგ მონიტორინგს გაუწევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, „ბაირაქტარ TB2“-ის მთავარმა   კონსტრუქტორმა  სელჩუკ ბაირაქტარმა სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები