თურქული პრესა 04.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1429167
თურქული პრესა 04.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, Kovid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თურქეთის მიერ ინგლისში გაგზავნილი სამედიცინო დახმარებისათვის ანკარას დიდი მადლობა გადაუხადა. "მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ამ დროული დახმარებისათვის," განაცხადა ბრაუნმა და იქვე ყურადღება გაამახვილა რა თურქეთის ძლიერებაზე, იმედი გამოთქვა, რომ ანკარა როგორც რეგიონალურ, ასევე ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკის ფართო ასპექტებშიც, მეტად კონსტრუქციულ როლს შეასრულებს

Milliyet-ი, ცნობილი იაპონელი პროფესორის, სატოში კანეკოს მხრიდან თურქეთის მისამართით წარმოთქმულ საქებარ სიტყვებს უთმობს ადგილს. მისი თქმით, თურქეთი, ერთის მხრივ წარმატებით ებრძვის პანდემიას, ხოლო მეორეს მხრივ სამედიცინო დახმარებებს უწევს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას. ”თურქეთმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციები და შემოთავაზებული ზომები ზედმიწევნით შეასრულა და ამიტომ დიდ წარმატებებსაც მიაღწია,” განაცხადა კანეკომ, წერს სტარი

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთმა 2019 წელს 7,6 მილიარდი დოლარის ექსპორტი და 11,1 მილიარდი დოლარის იმპორტი, თურქული ეროვნული ფულით, ლირით განახორციელა და ამით იგი მიზნად ისახავს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის კიდევ უფრო გაფართოებას. აქვე თურქეთის ვაჭრობის მინისტრის რუჰსარ ფექჯანის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ამბობს: ”ჩვენ, ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩინეთთანაც და უკვე ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ხოლო ამის პარალელურად ასეთ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ ასევე სამხრეთ კორეასთან, მალაიზიასთან, ინდოეთთან და იაპონიასთან.”

“თურქეთი შევა იმ 10 ქვეყანის სიაში, რომლებიც კომუნიკაციურ თანამგზავრებს აგზავნიან ორბიტაზე", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას YeniŞafak-ი და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ადილ კარაისმაილოღლუს განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავზე, ე.ი. 2023 წელს, თურქეთი თავის ადგილს დაიკავებს მსოფლიოს იმ 10 ქვეყანას შორის, რომელთაც შეუძლიათ სატელიტური თანამგზავრების წარმოება და ორბიტაზე გაგზავნა. ჩვენ, ”Turkat 5A-ს თანამგზავრს კოსმოსში 2020 წლის ბოლო კვარტალში, Turkat 5B-ს 2021 წლის მეორე კვარტალში და Tursat-6A-ს კი 2022 წელში გავტყორცნით”, განაცხადა კარაისმაილოღლუმ, აღნიშნავს იენი შაფაკი

Vatan-ი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუშინ, დიარბექირის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, დამაჯერებელი მუშაობის და დარწმუნების შედეგად, ქალაქ ჰაქქარის მახლობლად დანებდათ ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, პკკ-ას ერთ–ერთი ლიდერთაგანი, რომელიც ნარინჯისფერი სიით იძებნებოდა და მასზე 1 მილიონი ლირა ჯილდო იყო გამოცხადებული. წელს ამ მეთოდით დანებებულ ტერორისტთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა, წერს ვათანი



მსგავსი ინფორმაციები